saqarTvelos mwvervalebi - samxreTis ptiSi

 

სამხრეთის პტიში - კლდოვანი მწვერვალი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჩხალთის (კოდორის მარჯვენა შენაკადი) აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3688 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.